Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
5 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მილანი სეზონის ბოლოს სტეფანო პიოლის მხოლოდ ანტონიო კონტეს გამო თუ შეელევა.
Sportitalia-ს ინფორმაციით, კონტე ერთადერთი მწვრთნელია, რომლითაც მილანის ხელმძღვანელობას პიოლის ჩანაცვლება სურს.
სეზონის განმავლობაში პიოლის შესაძლო გაშვებაზე საუბრები არაერთხელ ჩამოვარდნილა, მაგრამ ბოლო პერიოდში იტალიელმა გუნდში მდგომარეობა გამოისწორა. დიდი ალბათობით, ის მილანში სეზონის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი მისი მომავალი გაურკვეველი იქნება.
მილანის მფლობელი, ჯერი კარდინალე პიოლის შემცვლელად მხოლოდ კონტეს განიხილავს.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ