Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
21 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დიდი ალბათობით, ხულენ ლოპეტეგი მილანს არ ჩაიბარებს.
ესპანელი სპეციალისტი მილანში სტეფანო პიოლის ნაცვლად დანიშვნის ფავორიტი იყო. მისი კანდიდატურა კლუბის მფლობელმა, ჯერი კარდინალემ დააკმაყოფილა და მხარეები 3-წლიან კონტრაქტზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.
თუმცა, თუ La Gazzetta dello Sport-ს დავუჯერებთ, მილანელებმა ლოპეტეგის დანიშვნაზე უარი ქომაგების პროტესტის შემდეგ თქვეს, რომლებმაც ლოპეტეგის დანიშვნის საწინააღმდეგოდ პეტიცია შექმნეს და 48 საათში მას ხელი 10 ათასზე მეტმა ქომაგმა მოაწერა.
უახლოეს პერიოდში, მილანი ახალი მწვრთნელის ძიების პროცესს გააგრძელებს. ის შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: ანვითარებდეს ახალგაზრდებს, გააჩნდეს საერთაშირისო გამოცდილება და გარკვეული გადაწყვეტილების მიღებისას, კლუბის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობდეს.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
1 დღის წინ
11 საათის წინ