Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 27-ე ტურში მილანი რომში ლაციოს ეწვია.
შეხვედრა დაძაბული გამოვიდა და მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 88-ე წუთზე ნოა ოკაფორმა გაიტანა.
დაპირისპირების ხარისხზე ბარათების რაოდენობაც მეტყველბს. მსაჯმა 10 ყვითელი, 1 მეორე ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა მოთამაშეებს. მთავარმა არბიტრმა ლაციოს 3 ფეხბურთელი გააძევა: ლუკა პელეგრინი, ადამ მარუშიჩი და მატეო გენდუზი.
მილანმა ამ გამარჯვებით 56 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე იმყოფება. მეორეადგილოსან იუვენტუსს ერთი ქულით მეტი და ამ ტურში ნაპოლისთან ჩასატარებელი მატჩი აქვს.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ