ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
15 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიგა 1-ის 31-ე ტურში მეცი ლილს უმასპინძლებს.
კვლავ ყურადღების ეპიცენტრში იქნება გიორგი მიქაუტაძე, რომელიც კვლავ შეეცდება, რომ თავის გუნდს გმირად მოევლინოს. მეცი ამ წუთისთვის 39 ქულით მე-16 ადგილზეა და ლე ავრთან თანაბარი ქულები აქვს, რომელმაც პსჟ-სთან მოულოდნელი ქულა მოიპოვა.
ქართველის გუნდი გასავარდნ პლეიოფშია და შეეცდება, რომ ამ პოზიციას თავი დააღწიოს, მეცის მთავარი იმედი კი, რა თქმა უნდა, გიორგია, რომელმაც ბოლო 3 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და საოცარ ფორმაშია, სულ კი ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მიქაუტაძის ანგარიშზე 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
ლილი სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და მე-3 ადგილისთვის ბრესტთან იბრძვის, ასე რომ ორივე გუნდისთვის დღევანდელი მატჩი მნიშვნელოვანი და პრინციპულია.
ლილიდან გამოსარჩევია ჯონათან დევიდი, რომელიც კილიან მბაპეს შემდეგ ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირია. მის აქტივში 17 გოლია.
შეხვედრა სტარტს 15:00-ზე აიღებს.
კომენტარები
10 საათის წინ
13 საათის წინ
10 საათის წინ
10 საათის წინ