-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩის წინ, რომელშიც ბაიერნმა დინამო ზაგრები 9-2 გაანადგურა, ტომას მიულერს სპეციალური ჯილდო გადასცეს.
მიულერი ბაიერნის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი მოთამაშე გახდა. მან მიუნხენური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე უკვე 711-ჯერ ითამაშა. მან ამ შედეგით ლეგენდარულ ზეპ მაიერს გადაუსწრო.
მიულერმა ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ჩავი ერნანდესის რეკორდიც მოხსნა. გერმანელმა ბაიერნის მაისურით ამ ტურნირზე 152 მატჩი ჩაატარა. ერთი კლუბის მაისურით კი ამაზე მეტ შეხვედრაში მონაწილეობა არავის მიუღია. წინა რეკორდი სწორედ ბარსელონას ლეგენდას ეკუთვნოდა, რომელმაც ბლაუგრანას შემადგენლობაში ლიგაზე 151-ჯერ ითამაშა.
მიულერს ლიგაზე ჩატარებულ 152 მატჩში 54 გოლი აქვს გატანილი და ამ შედეგით ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მე-7 ადგილზე იმყოფება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები