სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
6 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური პრესა უკრაინასთან მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
კერძოდ, გამოცემა El Desmarque-მ მამარდას უკრაინასთან ბოლო წუთებზე განხორციელებული ორმაგი სეივი ხეტაფესთან შესრულებულ სეივს შეადარა, რომლითაც ქართველმა თავის კლუბს ქულა გადაურჩინა - ისევე, როგორც დღეს.
„გიორგი მამარდაშვილის დონე არის უბრალოდ მხეცური - ამ შაბათს მან კვლავ საოცარი ორმაგი სეივი შეასრულა, რომელიც ძალიან ჰგავდა ხეტაფესთან, ტრაგიკულ მოვლენებამდე ჩატარებულ მატჩში შეასრულა.
უკრაინა უკვე 2:1-ს და გამარჯვების ზეიმს აპირებდა, მაგრამ მეკარემ თქვა: "არანაირად" - ის კიდევ ერთხელ მოევლინა საქართველოს გმირად. ისევე, როგორც ეს მესტალიაზეც ბევრჯერ გაუკეთებია." - წერს გამოცემა ქართველ გოლკიპერზე.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები