Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვესტ ჰემის ოფიციალური განცხადების მიხედვით დევიდ მოიესი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
შოტლანდიელ სპეციალისტს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი სწორედ 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მხარეებს შორის კი ახალი ხელშეკრულება აღარ გაფორმდება.
მოიესი ვესტ ჰემის მთავარ მწვრთნელად 2019 წლის დეკემბერში მეორედ დაინიშნა. მან გუნდს 2022-23 წელს კონფერენს ლიგა მოაგებინა.
რაც შეეხება მის შემცვლელს, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით შოტლანდიელს ჟულენ ლოპეტეგი შეცვლის, რომელმაც ლონდონურ კლუბთან პირობები უკვე შეათანხმა და მზადაა მომდევნო სეზონიდან პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.
ესპანელი მწვრთნელი 2022-23 წლების სეზონში ვულვზის თავკაცი იყო.
კომენტარები
2 საათის წინ
5 საათის წინ
4 საათის წინ
2 საათის წინ