Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იუვენტუსის ყოფილი გენერალური დირექტორის, ლუჩანო მოჯის აზრით, კვარას ბოლოდროინდელი კარგი ფორმა ვიქტორ ოსიმენის დამსახურებაცაა.
„არ მჯერა, რომ ახლა სეზონის საუკეთესო ნაპოლის ვხედავთ და არც იმათ ვეთანხმები, ვინც ამბობს, რომ გუნდი კალცონამ გააუმჯობესა. მარადონაზე იუვენტუსს დიდი სხვაობით შეეძლო მოგება, თავისი მომენტები რომ გამოეყენებინა, ბოლოს კი გუნდმა პენალტიც ძალიან უაზროდ აიკიდა. ტორინოს წინააღმდეგაც პარტონოპეის საუკეთესო მატჩი არ ჰქონია.
რაც ოსიმენი დაბრუნდა, კვარამ გოლების გატანა განაახლა, იმიტომ რომ ნიგერიელი მისთვის სივრცეებს იდეალურად ათავისუფლებს.
ბარსელონა? ესპანელებმა მალიორკას არც ისე კარგი თამაშით მოუგეს. ვფიქრობ, ნაპოლის კარგი შანსი ექნება. კატალონიელები მეტოქეს უფრთხიან, თუმცა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ნაპოლი კალცონას გუნდი ნაპოლის შეშინებას." - აღნიშნა მოჯიმ.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ