Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვალენსიაში მომხდარი ტრაგედიის გამო ვალენსია - გრანადას მატჩი გადაიდო.
საქმე იმაშია, რომ ქალაქ ვალენსიაში, კერძოდ კამპანარის რეგიონში, 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა, რასაც მსხვერპლიც მოყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, ტრაგედიას 4 ადამიანი შეეწირა, 20 ადამიანი იძებნება, 13 კი დაზიანებულია, მათ შორის 6 მეხანძრე-მაშველი,
"საფეხბურთო კლუბი ვალენსია შეძრულია ხუთშაბათს მომხდარი საშინელი ხანძრის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს ჩვენს თანაგრძნობას ვუცხადებთ. ასევე გვინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადოთ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მათი გაწეული სამუშაოსთვის.
კაცთა და ქალთა კლუბის მოთამაშეები და მწვრთნელები, აკადემიის წევრები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ხსოვნას.
კლუბმა ლა ლიგას თხოვნით მიმართა გადაიდოს გრანადასთან მატჩი.
ვალენსიის რეგიონში სამდღიანი გლოვის დროს საფეხბურთო კლუბი ჩვენს დაწესებულებაში დროშებს დაუშვებს. ასევე შესაბამის ინსტიტუციებსა და სასწრაფო დახმარების სერვისებს ჩვენს დახმარებას ვთავაზობთ." - წერია ვალენსიას ოფიციალურ განცხადებაში.
შედეგად ლა ლიგის მომდევნო ტურში ვალენსიასა და გრანადას შორის მატჩი გადაიდო.
კომენტარები
1 დღის წინ
1 დღის წინ
7 საათის წინ
7 საათის წინ