Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპის ტოპ 5 ლიგაში ალვარო მორატასა და ანტუან გრიზმანის დუეტი შედეგიანობით ერთ-ერთი გამორჩეულია.
ჟირონასთან მატჩის შემდეგ უკვე ატლეტიკოს ორივე შემტევს აქვს მიმდინარე სეზონში 20 გოლი გატანილი. ფრანგის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 21 გოლია, ესპანელის კი - 20.
ამ დუეტზე უკეთესი შედეგი ევროპის ტოპ 5 ლიგაში მხოლოდ ერლინგ ჰალანდისა და ფილ ფოდენის ტანდემს აქვს. ნორვეგიელს 30 გოლი აქვს გატანილი, ინგლისელს კი 22.
ატლეტიკომ ჟირონა 3-1 დაამარცხა. გრიზმანმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ანხელ კორეამ გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა სწორედ მორატამ გაუკეთა.
კომენტარები
1 დღის წინ
1 დღის წინ
10 საათის წინ
10 საათის წინ