Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას მცველი ინიგო მარტინესი ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს.
ბასკმა მცველმა ბარბასტროსთან სათასო მატჩის 64-ე წუთზე ტრავმა მოედანზე შესვლიდან 11 წუთში მიიღო - მის ნაცვლად მოედანზე სერხი რობერტო გამოჩნდა.
ბარსელონას პრესსამსახურის ცნობით, მარტინესს მარცხენა ბარძაყის ტრავმა გამოუვლინდა, რის გამოც ის დაახლოებით 4-5 კვირით იუქმებს და ამრიგად, ესპანეთის მოახლოვებულ სუპერთასზე ბარსას ვერ დაეხმარება.
ბარბასტროსთან მატჩი ინიგოსთვის დეკემბრის პირველი რიცხვებიდან პირველი იყო - ამ დროის მანძილზე ის ასევე კუნთის ტრავმას ირჩენდა.
კომენტარები
9 საათის წინ
1 დღის წინ
9 საათის წინ