Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 28-ე ტურში მადრიდის რეალმა საკუთარ კედლებში სელტა გაანადგურა.
შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
21-ე წუთზე ანგარიში ვინიმ გახსნა, როცა ანტონიო რუდიგერის დარტყმის შემდეგ, დამატებაზე საჯარიმოში ყველას დაასწრო.
მეორე გოლს პუბლიკა საკმაოდ დიდხანს ელოდა - 79-ე წუთზე ლუკა მოდრიჩის კუთხურზე ყველას ჰაერში კვლავ რუდიგერმა აჯობა, რომლის დარტყმაც ხარიხამ აისხლიტა და გოლკიპერისგან მაინც კარში შევიდა.
88-ე წუთზე მატჩის მეორე ავტოგოლი გავიდა, ამჯერად ვინისიუსის ჩაწოდების შემდეგ საკუთარ კარში ბურთი დომინგესმა ჩაჭრა.
საბოლოო ანგარიში კი მოედანზე 5 წუთის გამოსულმა არდა გიულერმა დააფიქსირა, რომელმაც საჯარიმოში მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში რეალის მაისურით თავისი სადებიუტო გოლი შეაგდო.
რეალმა 69 ქულა დააგროვა და ჟირონასთან 7, ბარსელონასთან კი 8-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.
კომენტარები
20 საათის წინ
1 დღის წინ
10 საათის წინ
10 საათის წინ