Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
რომამ ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
კლუბის ოფიციალური განცხადებით მოურინიო და მისი სამწვრთნელო სტაფი გუნდს დღესვე ტოვებენ.
ჟოზე ჯალოროსის მე-60 მწვრთნელად 2021 წლის მაისში დაინიშნა.
მას შემდეგ პორტუგალიელმა გუნდს კონფერენს ლიგა მოაგებინა და ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა.
"მადლობას ვუხდით ჟოზეს რომაში მოსვლის დღიდან მისი ძალისხმევის ჩადებისთვის.
ყოველთვის კარგი მოგონებები გვექნება რომაში მის მიერ გატარებულ დროზე, მაგრამ გვჯერა, რომ ცვლილება კლუბის საუკეთესო ინტერესებში შედის.
ჟოზეს და მის ასისტენტებს მომავალში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ." - წერია კლუბის განცხადებაში.
გუნდის ახალი მწვრთნელის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.
სერია ა-ში ჩატარებული 20 ტურის შემდეგ რომა 29 ქულით მე-9 ადგილზეა.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ