მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
20 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს საღამოს 23:00 საათზე, კილიან მბაპე თავის კარიერაში მეორე ევროპის ჩემპიონატს დაიწყებს.
მადრიდის რეალის ახალწვეულის კარიერა საინტერესოდ აეწყო - პირველად ამ ვარსკვლავმა 2018 წლის მსოფლიოზე, ჯერ კიდევ თინეიჯერის სტატუსით გაიბრწყინა, მსოფლიო ჩემპიონიც გახდა და უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი.
მუნდიალების გზას რომ გავყვეთ, შემდეგ იყო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მან კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩინა თავი ინდივიდუალური თვალსაზრისით და 8 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ის კი არა, არგენტინასთან ის ფინალსაც პირადად ატრიალებდა და ჰეთ-ტრიკი შეასრულა, თუმცა პენალტების სერიაში თანაგუნდლებმა დააღალატეს.
25 წლისთვის კილიან მბაპეს მონაგარი მსოფლიო ჩემპიონატებზე 12 გოლია და მიროსლავ კლოზეს ყველა დროის რეკორდამდე მას მხოლოდ 4 გოლი აშორებს. თანაც, ეს იმის გათვალისწინებით, რომ 2026 წლის მუნდიალზე კილიანი მხოლოდ 27 წლის იქნება და კიდევ როგორც მინიმუმ ორ მსოფლიო პირველობაზე შეგვეძლება მისი ხილვა.
ახლა კი მთავარზე გადავიდეთ - რატომ მოგიყევით ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ ევროპის ჩემპიონატებზე რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა - 2016 წლის საშინაო მუნდიალზე კილიანი არ წაუყვანიათ, რადგან ძალიან პატარა იყო, ამიტომ მისი დებიუტი კონტინენტალურ პირველობაზე ევრო 2020-ზე შედგა - ამ დრომდე ერთადერთ სანაკრებო ტურნირზე, რომლის დავიწყებასაც თავად მბაპე რაც შეიძლება მალე ისურვებდა. 0 გოლი მთელ ევროზე და გამოვარდნა მერვედფინალში, თანაც ისე, რომ პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა მან პირადად გააცუდა.
შესაბამისად, დავდექით რეალობის წინაშე, სადაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს ევროპის ჩემპიონატებზე ზუსტად 0 გოლი აქვს გატანილი.
თავად მბაპე ამბობს, რომ მისი აზრით, ევროპის ჩემპიონატი მუნდიალზე რთულია. ბევრი შეიძლება დაეთანხმოს, ბევრიც არა, მაგრამ პირადად მის სტატისტიკებს რომ შეხედავ, ნაკლებად იფიქრებ, რომ ის ტყუის - ყოველ შემთხვევაში მისთვის, ამ ეტაპზე ნამდვილად ასეა.
რაღაც შინაგანი მკარნახობს, რომ დღეს ავსტრიასთან მბაპე გაათმაგებული მოტივაციით გამოვა - შედგა მისთვის ნანატრი ტრანსფერი საოცნებო მადრიდის რეალში, მოხსნილი აქვს ყველანაირი ტვირთი საკუთარ მომავალზე და აქვს მისია - გამოასწოროს თავისი ცუდი ტენდენცია ევროპის ჩემპიონატებზე.
ყველა ელოდება, როგორ დაიწყებს ევრო 2024-ს კამპანიას ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები. მბაპე კი მისი ლიდერი და კაპიტანია, რომელსაც გუნდურის გარდა, როგორც გითხარით, ინდივიდუალური მისიაც აქვს და ამიტომ, ავსტრიას უნდა ეშინოდეს. ძალიან, ძალიან ეშინოდეს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
8 საათის წინ
5 საათის წინ
6 საათის წინ
10 საათის წინ