ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
16 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 34-ე ტურში დერბი დელ სოლე გაიმართა, რომელშიც დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ნაპოლიმ რომა მიიღო.
შეხვედრა დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა, თანაც განსხვავებული ტაიმებიც ვიხილეთ. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
ანგარიში 59-ე წუთზე პაულო დიბალამ პენალტის საშუალებით გახსნა. რომაელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა და გოლიდან 6 წუთში მატიას ოლივერას დარტყმული რიკოშეტით წავიდა მილე სვილარის კარისკენ, რომაელთა კარის დარაჯმა კი თავისი გუნდის გადარჩენა ვერ მოახერხა.
84-ე წუთზე ნაპოლი დაწინაურდა. ამჯერად ვიქტორ ოსიმენმა გამოიყენა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიმუშავა. ქართველი საჯარიმოში რენატუ სანჩესმა წააქცია. თუმცა კალცონას გუნდმა მატჩის ბოლომდე მიყვანა თავის სასარგებლოდ ვერ მოახერხა და 89-ე წუთზე ტემი აბრაჰამმა საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა და რომას ქულა მოუპოვა.
ამ მატჩის შემდეგ ნაპოლის 50 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა, რომა კი 59 ქულით მე-5 პოზიციაზეა. ნეაპოლელთათვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კიდევ უფრო რეალური ხდება, რადგან სწორედ რომასთან ჩამორჩენა ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 9 ქულაა, ამ სხვაობის აღმოფხვრა კი საკმაოდ რთულად მოსჩანს. დღეს გამარჯვება ნაპოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მან მოედანი 86-ე წუთზე დატოვა. ის მთელი თამაშის განმავლობაში გამორჩეული იყო, რასაც Whoscored-ის შეფასებაც ადასტურებს. სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა სწორედ ქართველი გამოარჩია და მას დაუწერა ყველაზე მაღალი 8.4 შეფასება. ქართველის ანგარიშზე 6 წარმატებული დრიბლინგი და 12 მოგებული დუელი იყო.
კომენტარები
6 საათის წინ
9 საათის წინ
14 საათის წინ
1 დღის წინ