სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაჩო ფერნანდესს El Partidazo De COPE-სთან ინტერვიუ ჰქონდა, სადაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
ესპანელმა ოქროს ბურთზე საკუთარი აზრიც დააფიქსირა:
"ეჭვგარეშეა, მე ოქროს ბურთს ვინისიუსს მივცემდი. როდრის პატივს ვცემ, მას მისალოცი მესიჯი გავუგზავნე და მის გამო ძალიან გახარებული ვარ. იქვე კარვახალი და ბელინგემიც იყვნენ, მაგრამ ჩემთვის ვინი მსოფლიოში საუკეთესოა".
ნაჩოს რეალში დაბრუნებაზე და გუნდის პრობლემებზეც ჰკითხეს:
"რეალიდან ჩემთვის არავის დაურეკავს. რომც დამიკავშირდნენ, არ დავბრუნდები. ჩემი გადაწყვეტილება აშკარაა, ეს არ ეხება თამაშს ან უთამაშებლობას. ჩემი თავი იქ დაიხურა. საუდიში ბედნიერი ვარ და აქაურობაზე ვარ კონცენტრირებული. ვამაყობ ყველაფრით, რაც რეალში გამოვიარე, მაგრამ კლუბის დატოვებას არ ვნანობ. ჩემი დრო იქ დასრულდა.
მომეწონებოდა, რომ რეალს არავინ დაემატებინა და აკადემიის ბიჭებზე გაეკეთებინა ფსონი. ახალგაზრდულ გუნდს სჭირდება შესაძლებლობები და ახლა ამისთვის იდეალური დროა.
არ ვფიქრობ, რომ რეალში კატასტროფული სიტუაციაა. ისინი სიტუაციას შემოაბრუნებენ.
მბაპე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ სანამ ის ადაპტაციას გაივლის, რთული იქნება. მას აქვს ხასიათი და ძალა, რომ რეალის დიდებული მოთამაშე გახდეს".
ფერნანდესმა ესპანეთის ნაკრებში არგამოძახებაზეც გააკეთა კომენტარი:
"ცოტათი გაკვირვებული ვიყავი, როცა ევროს მერე ნაკრებში აღარ გამომიძახეს. მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც არ დაუკავშირდნენ. ეროვნული გუნდიდან არანაირი სიახლე არ მაქვს და მწვრთნელთან არ მილაპარაკია".
ნაჩომ მადრიდის რეალი გასული სეზონის ბოლოს დატოვა და არაბულ ალ ქადსიაში გადავიდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები