Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლი ბორნმუთიდან 6-თვიანი იჯარის წესით შემტევ ნახევარმცველს იმატებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით ჰამედ ტრაორე კარიერას პარტენოპეიში გააგრძელებს.
კლუბებს შორის ვერბალური შეთანხმება არსებობს და მხოლოდ საბოლოო დეტალებია გასარკვევი.
იტალიელებს მოთამაშის გამოსყიდვა ივნისში 25 მილიონ ევროდ შეეძლებათ, იჯარის საფასურის გადახდა კი მაშინ მოუწევთ, თუ ამ პუნქტს არ გააქტიურებენ.
კოტ დივუარელ ფეხბურთელს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. ტრაორე 2017-დან 2023 წლამდე ემპოლისა და სასუოლოში ასპარეზობდა.
23 წლის ნახევარმცველი ცოტა ხნის წინ მალარიას ებრძოდა და ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესშია.
კომენტარები
3 საათის წინ
5 საათის წინ
6 საათის წინ
6 საათის წინ