Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-19 ტურში ხვიჩა კვარაცხელია საბა საზონოვის ტორინოს ესტუმრა.
ქართველმა შემტევმა მატჩი სრულად ჩაატარა, მცველი კი მოედანზე 76-ე წუთზე შემოვიდა.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ანტონიო სანაბრიამ გახსნა და მასპინძლები წინ გაიყვანა.
მეორე ნახევარში პარტენოპეის შემადგენლობაში პასკუალე მაძოკის დებიუტი შედგა, თუმცა წარუმატებლად. სალერნიტანას ყოფილმა მცველმა შემოსვლიდან 4 წუთში უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი დაიმსახურა.
10-კაციანი ნაპოლისთვის მატჩის გადარჩენა უფრო გართულდა. 52-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა ნიკოლა ვლაშიჩმა გაზარდა. 66-ე წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში ალესანდრო ბუონჯორნომ დააფიქსირა, 3-0.
საბა საზონოვი თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო და მატჩის დასკვნითი ნაწილი მოედანზე გაატარა.
ამ გამარჯვებით ტორინომ სატურნირო ცხრილში 27 ქულა დააგროვა და ნაპოლისთან სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. ნეაპოლური და ტურინული გუნდები 19 ტურის შემდეგ მე-9 და მე-10 ადგილზე იმყოფებიან.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ