Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლიმ ვერონას შემტევის ტრანსფერი შეათანხმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით სირილ ნგონგე კარიერას პარტენოპეიში გააგრძელებს. მოქმედი ჩემპიონი ვერონას 18 მილიონ ევროს (+2 მილიონი ბონუსი) გადაუხდის.
ნგონგე სამედიცინო შემოწმების შემდეგ ახალ გუნდთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს.
ბელგიელი მოთამაშე პოზიციით მარჯვენა ვინგერია. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 19 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
ნაპოლის ნგონგესთან ერთად ბორნმუთიდან ჰამედ ტრაორეს ტრანსფერიც შეთანხმებული აქვს.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ