-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურში ნაპოლიმ სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე ვენეცია მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია.
მასპინძლებს ანგარიშის გახსნა 37-ე წუთზე შეეძლოთ, საჯარიმოში ხელით თამაშის გამო ვენეციელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რომელუ ლუკაკუმ დაარტყა, თუმცა ბელგიელს მეკარემ აჯობა. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ, 0-0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე გავიდა. შეცვლაზე შემოსულმა ჯაკომო რასპადორიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და ნაპოლის წლის ბოლო შეხვედრა მოაგებინა.
კვარაცხელია კონტემ 75-ე წუთზე შეცვალა, ამ დროში კი ქართველმა Sofascore-სგან 8.0 შეფასება დაიმსახურა და ამ მაჩვენებლით ნაპოლის მხრიდან საუკეთესო მოთამაშეც გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მას საგოლე მოქმედება არ შეუსრულებია.
ნაპოლის 18 მატჩის შემდეგ 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ატალანტასთან ერთად თანალიდერობს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები