Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 30-ე ტურის მატჩში ნაპოლი საკუთარ კედლებში უშანსოდ ატალანტასთან დამარცხდა (0:3).
ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნული შეხვედრა დისკომფორტის გამო გამოტოვა.
ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ, თავისი გუნდის თამაში ასე დაახასიათა:
„უბურთოდ ცუდად ვითამაშეთ. გუნდის შთაბეჭდილებას არ ვტოვებდით, ერთიანი მექანიზმივით არ ვმოქმედებდით და მეტოქეებს უბრალოდ დავსდევდით.
ჩემპიონთა ლიგა ძალიან შორსაა. გვაქვს თუ არა რეაგირების ძალა ამჟამად, ის აუცილებლად უნდა გამოვნახოთ, იმიტომ რომ ეს ფანები და ეს ქალაქი პატივისცემას იმსახურებენ. სეზონი ამაღლებულ ნოტაზე უნდა დავამთავროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დიდი ჩავარდნა იქნება." - აღნიშნა კალცონამ.
რაც შეეხება მეტოქის მწვრთნელს, ჯანპიერო გასპერინის, იტალიელმა ნაპოლის თამაში მოკლედ და კონკრეტულად დაახასიათა:
„მე ვნახე გუნდი ენთუზიაზმის გარეშე." - ციტირებს გასპერინის სიტყვებს CalcioNapoli24.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ