Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ, ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლაზე ისაუბრა.
ბარსელონასთან მატჩის 67-ე წუთზე იტალიელმა კვარა მოედნიდან გაიყვანა, რაც ქართველს აშკარად არ მოეწონა.
„სახელებს არ ვუყურებ. მოედანზე ვტოვებ ფეხბურთელებს, რომლებიც უკეთ თამაშობენ. მატეო პოლიტანოს საოცარი მატჩი ჰქონდა, ის დაცვაშიც ძალიან კარგად გვეხმარებოდა და ასეთების შეცვლა არ შეიძლება.
კვარა ტოპ ფეხბურთელია, ის ამ სეზონის ბოლომდე ზუსტად ისე დაგვეხმარება, როგორც ამას შარშან აკეთებდა. კვარაცხელიას ტოპ-პერფომანსი არ ჰქონია, მაგრამ ფეხბურთელისთვის კარიერაში არც ისე კარგი მატჩი იშვიათობა არ არის.
კვარა დაბრუნდება, უფრო მეტად იშრომებს. მისი მოძრაობებით ტაქტიკური თვალსაზრისით უკმაყოფილო არ ვყოფილვარ.
მისი გაბრაზება მოედნიდან გასვლის შემდეგ? სახელებს არ ვუყურებ. მოედანზე რჩება ის, ვინც კარგად თამაშობს." - აღნიშნა კალცონამ.
კომენტარები
4 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ