Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის ახალი მწვრთნელის თაობაზე სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება.
თუ Gazzetta dello Sport წერდა, რომ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტესთან შეათანხმა კონტრაქტი, La Repubblica დღეს სრულიად განსხვავებული ინფორმაციით გამოვიდა.
გამოცემა წერს, რომ ახალი სეზონიდან ნაპოლის მილანის ამჟამინდელი თავკაცი, სტეფანო პიოლი ჩაიბარებს.
მხარეებს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდება, ანუ ორწლიანი ხელშეკრულება, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ამჟამად პიოლი მილანს უდგას სათავეში, თუმცა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მას სეზონის ბოლოს თანამდებობას დაატოვებინებენ.
კომენტარები
1 დღის წინ
1 დღის წინ