Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა აღიარა, რომ ერლინგ ჰალანდის შეძენასთან იყო ახლოს.
ნორვეგიელი ფორვარდი ზალცბურგიდან დორტმუნდში 2019 წლის ზაფხულში გადავიდა, 2022-ში კი მანჩესტერ სიტის მიაშურა. დე ლაურენტისს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ წელს გულისხმობდა.
„ზალცბურგიდან ერლინგ ჰალანდის 50 მილიონად შეძენასთან ახლოს ვიყავი.
ოფიციალური შეთავაზება მზად იყო, მაგრამ შემდეგ, მისმა აგენტმა, მინო რაიოლამ მითხრა: „გთხოვ, არ სცადო ერლინგის შეძენა, იმიტომ რომ მისი შემდეგი ნაბიჯი უკვე დაგეგმილი მაქვს." - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Daily Post.
ერლინგ ჰალანდის ცნობილი აგენტი მინო რაიოლა 2022 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა. ახლა ნორვეგიელის ინტერესებს რაფაელა პიმიენტა იცავს.
კომენტარები
1 დღის წინ
2 დღის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ