Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლისთან მოახლოვებულ შეხვედრაში, ბარსელონას შეტევაში ერთ-ერთი მთავარი იმედი 16 წლის ლამინ იამალი იქნება.
ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა და მომავალი წლის საუკეთესო ახალგაზრდას მოგების მთავარი კანდიდატიც.
2007 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა 2023/24-სეზონში უკვე 37 მატჩის ჩატარება მოასწრო, რომლებშიც 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. ჯამში, იამალმა მოედანზე 2000-ზე მეტი წუთი გაატარა.
მართალია, ჯერჯერობით იამალს ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაუტანია, თუმცა ციფრებს თუ დავეყრდნობით - ცდას ნამდვილად არ აკლებს. საშუალოდ, ის ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მეტოქის კარისკენ 2-ჯერ ურტყამს.
ამ სეზონში ლამინს ჩემიონთა ლიგაზე 7 მატჩი დაუგროვდა, საიდანაც 4 მან სასტარტოდან დაიწყო, 3-ში კი ცვლილებაზე შემოვიდა. საშუალოდ, ფეხბურთელი ერთ მატჩში მოედანზე 56 წუთს ატარებს და ჯერჯერობით, მისი მონაგარი 1 საგოლე გადაცემაა.
ჩემპიონთა ლიგის მატჩებში იამალის საშუალო შეფასება 7.08-ს შეადგენს, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე ლა ლიგაში (7.34), სადაც ფეხბურთელს 27 მატჩი დაუგროვდა (14 სასტარტოში), ერთ მატჩში ის მოედანზე საშუალოდ 55 წუთით რჩება 4 გოლის გატანაც მოახერხა, მათ შორის ბოლო ტურში - მალიორკას შორეული დარტყმით გამარჯვების გოლი ცვლილებაზე შემოსვლის შემდეგ შეუგდო.
ევროტურნირზე გოლის გატანის დიდი სურვილის გამო, ესპანეთის ნაკრების შემტევი ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტჯერ ურტყამს კარისკენ, ვიდრე ლა ლიგაში - საშუალოდ 2 დარტყმა, ლა ლიგის 1.5-თან შედარებით.
საინტერესოა, რომ რეალური მომენტების გაცუდებით იამალი დიდად არ გამოირჩევა - ლა ლიგაში თავისი 4 გოლი მან 4.29 xG-დან გაიტანა, რაც საუკეთესო ფორვარდების დონის სტატისტიკაა.
ზედმეტი ციფრებით რომ არ გადაგტვირთოთ, დასასრულისკენ გეტყვით იმასაც, რომ პედრის და ფრენკი დე იონგის არ ყოფნაში (ორივემ ტრავმა ახლახანს მიიღო), ფორმაში შესულ ნაპოლისთან დაპირისპირებაში, ბარსას ერთ-ერთი მთავარი იმედი სწორედ 16 წლის შემტევი იქნება, რომელშიც, თუ Marca-ს დავუჯერებთ, პსჟ რამდენიმე დღის წინ 200 მილიონ ევროს იხდიდა.
კომენტარები
2 დღის წინ
15 საათის წინ
2 საათის წინ