Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლისთან უმნიშვნელოვანესი მერვედფინალური მატჩის წინ, გადავხედოთ რობერტ ლევანდოვსკის სეზონის ციფრებს.
ნაპოლისთან მატჩის წინ - ლამინ იამალი
ლამინ იამალთან ერთად, ბარსას მთავარი იმედი შეტევში რობერტ ლევანდოვსკი იქნება, რომელმაც ნეაპოლურ მატჩშიც მოახერხა ანგარიშის გახსნა.
ლევანდოვსკიმ ამ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 18 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, აქ ტურნირის ყველა დროის მესამე საუკეთესო ბომბარდირის სტატისტიკა 6 მატჩს, 2 გოლს და 1 საგოლე გადაცემას ითვლის.
მიმდინარე სეზონში, ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში მოედანზე საშუალოდ 78 წუთს ატარებს, რომლებშიც 2 გოლის გატანა 1.48 მოსალოდნელი გოლიდან (xG) მოახერხა, რაც საოცარი მაჩვენებელია. ადამიანური ენით რომ გითხრათ, პოლონელმა იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე შანსი ჰქონდა.
ერთ მატჩში ლევანდოვსკი კარისკენ საშუალოდ 2.2-ჯერ ურტყამს, საიდანაც ზუსტი დაახლოებით ერთი დარტყმა (0.8) გამოდის, მისი ორივე გოლი კი საჯარიმოს ფარგლებს შიგნიდან გავიდა - ისე, როგორც ნამდვილ ფორვარდს შეეფერება.
უშუალოდ 2024 წელს რაც შეეხება, პოლონელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე 15 გოლი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.
კომენტარები
1 საათის წინ
2 დღის წინ
14 საათის წინ