მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნეიმარი და ალ ჰილალი კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა ბრაზილიელმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
Globos-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი მშობლიურ სანტოსში არა იჯარით, არამედ სრულიად უფასოდ შეიძლება გადავიდეს, თუ საუდელებთან შეთანხმებას მიაღწევს. ეს კვირა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ჯერჯერობით, კლუბები ფინანსურ შეთანხმებას ვერ აღწევენ. კონტრაქტის თანახმად, დარჩენილ დროში ნეიმარმა ალ ჰილალისთან 65 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს და ამ თანხაზე უარს არ აცხადებს, თუმცა სურს, რომ გაუშვან.
სანტოსში სიტუაციას ოპტიმისტურად უყურებენ და იმედი აქვთ, რომ შეთანხმების მიღწევა მალე მოხერხდება.
კლუბში გადასვლის შემდეგ, ნეიმარმა წელიწადნახევარში სამი მატჩი ჩაატარა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები