მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნეიმარმა რომარიოსთან პოდკასტში პსჟ-ს მთავარ პრობლემაზე ისაუბრა.
"რა იყო პრობლემა პარი სენ-ჟერმენში? ეგო. ვფიქრობ, ეგოს ქონა კარგია. ფიქრობდე, რომ საუკეთესო ხარ, მაგრამ იმასაც უნდა ხვდებოდე, რომ შენთვის არ ითამაშო.
დღეს თუ ყველა ერთმანეთს არ ეხმარება, შეუძლებელია რამე მოიგო." - განაცხადა ბრაზილიელმა.
ნეიმარმა პსჟ-ში 2017-დან 2023 წლამდე ითამაშა. ის ყველაზე ახლოს ჩემპიონთა ლიგის ტიტულთან 2020 წელს იყო, როცა პარიზული გუნდი ფინალში ბაიერნთან დამარცხდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები