ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
15 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვანდა მეტროპოლიტანოზე მადრიდის ატლეტიკოსა და ბილბაოს ატლეტიკს შორის შეხვედრაში ნიკო უილიამსი რასიზმის მსხვერპლი გახდა.
მოთამაშემ თამაშის გაჩერებაც მოითხოვა, ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში კი გოლი გაიტანა და თავის კანის ფერზე მიუთითა.
მატჩის შემდეგ ნიკომ კომენტარი გააკეთა.
"არ არის ნორმალური, როცა კანის ფერის გამო შეურაცხყოფას გაყენებენ. ვიცი, რომ ბევრი სულელი ადამიანია, მაგრამ ეს უნდა შეიცვალოს."
"ატლეტიკოს მოთამაშეებმა მხარი დამიჭირეს, მათ გამიგეს. მიუღებელია, როცა მაიმუნის ხმები გესმის - დავინახე და გავიგე, რომ ამას 3 ადამიანი აკეთებდა."
ესპანური პრესის ინფორმაციით პოლიციამ ერთ-ერთ რასისტი გულშემატკივარი ამოიცნო, ატლეტიკო კი მზადაა, რომ ამ ადამიანს მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალოს.
რაც შეეხება თამაშს, მადრიდელებმა ბასკები 3-1 დაამარცხეს.
კომენტარები
23 საათის წინ
18 საათის წინ