Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუნხენის ბაიერნის მეკარემ მანუელ ნოიერმა კარიერის შესაძლო დასრულებაზე ისაუბრა.
"კარიერის დასრულებას და ბაიერნის დატოვებას სეზონის ბოლოს არ ვგეგმავ. ახალ სეზონს არ ვიწყებ იმაზე ფიქრით, რომ ივნისში ყველაფერი დამთავრდება, ამას ვნახავთ. თუ ყველას ერთად წარმატებული სეზონი გვექნება, ეს ნიშნავს, რომ გაგრძელება შემიძლია." - უთხრა გერმანელმა Kicker-ს.
მართალია, საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ აპირებს, მაგრამ ლეგენდარულმა მეკარემ ოფიციალურად უკვე გადაწყვიტა სანაკრებო კარიერის დასრულება და ის გერმანიის ეროვნული გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს.
ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
38 წლის ნოიერს ბაიერნთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები