Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
რომას ოფიციალური განცხადებით დანიელე დე როსი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელია.
იტალიელი ჯალოროსის 2024 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის.
ფეხბურთელის რანგში რომაში გატარებული 18 წლის შემდეგ დე როსი მწვრთნელის როლში უბრუნდება ოლიმპიკოს. მისი დებიუტი შაბათს ვერონასთან მატჩში შედგება.
ლეგენდარულ მოთამაშეს რომას მაისურით 616 მატჩში 63 გოლი აქვს გატანილი. ჩატარებული მატჩების რაოდენობით ის მეორეა კლუბის ისტორიაში.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დე როსი იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო, სადაც 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ამის შემდეგ კი სპალს წვრთნიდა.
შეგახსენებთ, რომ რომამ ჟოზე მოურინიო დღეს დილით გაათავისუფლა.
ამ მომენტისთვის გუნდი იტალიის სერია ა-ში მე-9 ადგილზეა.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ