სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტის ოფიციალური განცხადებით ილქაი გიუნდოგანი კლუბში დაბრუნდა.
გერმანელი ნახევარმცველი პრემიერ ლიგაში ბარსელონადან უფასოდ დაბრუნდა.
გიუნდოგანმა სიტისთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
"დავბრუნდი. იმედია, იქიდან გავაგრძელებთ, სადაც 2023 წლის ზაფხულში გავჩერდით. მადლობა ყველას, ვინც ეს დაბრუნება შესაძლებელი გახადა. 7 წელი მანჩესტერში ჩემი ცხოვრების საოცარი პერიოდი იყო, აქ დაბრუნება ჩემთვის ბევრს ნიშნავს." - დაწერა ილქაიმ სოციალურ ქსელში.
გერმანელი ფეხბურთელი მანჩესტერ სიტიში 2016-დან 2023 წლამდე თამაშობდა, რა დროშიც პრემიერ ლიგა 5-ჯერ, FA თასი 2-ჯერ, კარაბაო თასი 4-ჯერ, ქომუნითი შილდი 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი ერთხელ მოიგო.
2023 წელს ილქაი ბარსელონაში გადავიდა, ახლა კი მისი კატალონიური კარიერა დასრულდა და გერმანელი კარიერას ისევ პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
სპორტის გურუ - თამაში მოგებაზეა
ფეხბურთი