მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
დინამო თბილისის ოფიციალური განცხადებით, ვაკო გვილია კლუბის ახალი ფეხბურთელია. ქართველმა ნახევარმცველმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ვაკო გვილია სხვადასხვა დროს უკრაინული ზაპოროჟიეს მეტალურგის, ბელარუსის მინსკისა და ბატეს, შვეიცარიული ლუცერნის, პოლონური გურნიკის, ლეგიას, რაკუვისა და პიასტის რიგებს იცავდა.
გვილია 3-ჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. ბელარუსში კი 2-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ერთხელ სუპერთასს დაეუფლა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნახევარმცველის ანგარიშზე 44 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
მოთამაშის პირველი კომენტარი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ: "ბედნიერი ვარ, რომ ვბრუნდები მწვანე მინდორზე და ბედნიერი ვარ, რომ ამას თბილისის დინამოს რიგებში გავაკეთებ. ვიმედოვნებ წლევანდელი სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება."
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები