მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტენ ჰაგი: "მოხარული ვარ, რომ კლუბთან ერთად მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმებას მივაღწიე. ბოლო 2 წელს თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ორი ტიტული მოვიგეთ და პროგრესის ბევრი მაგალითი ვაჩვენეთ.
თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, რომ იმ დონეზე მივიდეთ, რასაც მანჩესტერ იუნაიტედისგან ელიან, ეს კი ინგლისური და ევროპული ტიტულებისთვის ბრძოლას ნიშნავს.
კლუბთან საუბარში ამ მიზნებისკენ სწრაფვის საერთო ხედვა შევამჩნიე, ჩვენ ამ გზას ერთად გავივლით." - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
კომენტარი იუნაიტედის სპორტულმა დირექტორმა დენ ეშვორთმაც გააკეთა: "ბოლო 2 სეზონში მოგებული ორი ტიტულით ერიკი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი სტაბილურად წარმატებული მწვრთნელია."
როცა კლუბი გასული სეზონის მომენტებს განიხილავდა, დავასკვენით, რომ ერიკ საუკეთესო პარტნიორი, რომელთან ერთადაც განვითარებაზე შეგვიძლია ვიმუშაოთ.
"მოთამაშეებისა და სტაფის ამ ჯგუფმა უკვე გვაჩვენა, რომ მათ შეუძლიათ კონკურენტულები იყვნენ და გამარჯვებისთვის იბრძოლონ. ახლა კი ეს უფრო სტაბილურად უნდა გავაკეთოთ." - განაცხადა კლუბის წარმომადგენელმა.
ერიკ ტენ ჰაგი წითელ ეშმაკებს 2022 წლიდან წვრთნის, ამ პერიოდში კი გუნდს კარაბაო და FA თასები მოაგებინა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
2 საათის წინ
8 საათის წინ
1 დღის წინ
4 საათის წინ