-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ნაკრების მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
გერმანელმა სპეციალისტმა ნაკრებთან 18-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2026 წლის მუნდიალის ჩათვლით იქნება გათვალისწინებული.
„ვამაყობ, რომ მერგო ინგლისის ნაკრებში დანიშვნის პატივი. ამ ქვეყნის ფეხბურთთან დიდი ხანია პირადი კავშირი გამაჩნია და ამ ქვეყანამ უკვე მაჩუქა რამდენიმე დაუვიწყარი მომენტი.
გქონდეს შესაძლებლობა ინგლისს წარმოადგენდე - დიდი პრივილეგიაა და მოუთმენლად ველოდები ახალგაზრდა და ნიჭიერ თაობასთან მუშაობის დაწყებას." - განაცხადა ტუხელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები