Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოსასუნას მცველის, დავიდ გარსიას აზრით, სუპერთასის ნახევარფინალში პირველი გოლი ბარსელონამ წესების დარღვევით გაიტანა.
მატჩის 59-ე წუთზე ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. პამპლონური გუნდის ფეხბურთელის აზრით, გოლამდე რამდენიმე წამით ადრე, ანდრეას კრისტენსენმა ხოსე არნაისზე თამაშის წესები აშკარად დაარღვია.
„გოლს გადავხედე. ყველამ ვნახეთ, რომ პირველ ტაიმში მსგავსი უამრავი ჯარიმა დანიშნეს ბარსელონას სასარგებლოდ.
გოლამდე აშკარა ჯარიმა იყო. სამ წუთში ანალოგიური რამ მოხდა, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით და მსაჯმა დაუსტვინა.
შემთხვევით ხდებოდა ეს თუ არა, მაგრამ ჯარიმები მხოლოდ ერთი მიმართულებით ინიშნებოდა. არ მინდა პოპულისტი გამოვიდე, მაგრამ ეს აშკარა იყო.“ - აღნიშნა დავიდ გარსიამ.
კომენტარები
2 დღის წინ
4 საათის წინ
17 საათის წინ