2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟოაო ფელიქსმა იჯარის დასრულების შემდეგაც მილანში თამაშის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
"ჩემთვის კაკა ყოველთვის იყო ის ფეხბურთელი, რომელიც შთამაგონებდა. მასთან მილანზე არასდროს არ მისაუბრია, თუმცა წარსულში იდეები რამდენჯერმე გავცვალეთ. ის ჩემი კუმირია, მაგრამ საკუთარ თავს მას ვერ შევადარებ. იმედი მაქვს, მეც შევძლებ მასავით ისტორიაში შესვლას.
ახლა ივნისამდე ვარ იჯარით. ვნახოთ, როგორ წამივა საქმეები. ამჟამად ყველაფერი მომწონს - კლუბი, ხალხი, პირობები. აქ ძალიან კარგად მიმიღეს. მთავარია - დარჩე იქ, სადაც თავს კარგად გრძნობ და მე აქ ძალიან კარგად ვარ.
ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მალე შეიცვალოს, მაგრამ თუ მილანში დარჩენის შესაძლებლობა გამოჩნდა, ამას ძალიან ვისურვებდი.
ინტერის ინტერესი? კი, აგენტმა მითხრა ამის შესახებ. თუმცა, იმ დროს მილანთან საუბარი უკვე დაწყებული მქონდა და მხოლოდ ამ ტრანსფერზე ვფიქრობდი. ვუპასუხე, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მხოლოდ მილანში გადმოსვლაზე ვფიქრობდი." - აღნიშნა ფელიქსმა, რომელიც მილანს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჩელსიდან, სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები