Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
27 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მილანის მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი, კრიტიკას ყურადღებას არ აქცევს.
მილანურ დერბიში გამარჯვებით ინტერმა გუშინ სერია ა-ს მე-20 ჩემპიონობა გაინაღდა, როსონერიმ კი ზედიზედ მეორე სეზონი უტიტულოდ ჩაამთავრა.
„ჩვენი ეპოქა დასრულდა? არ ვიცი. შეგვიძლია ისიც გავიხსენოთ, რომ 14 თვის წინ, ყველა ინძაგისაც აკრიტიკებდა. ახლა კი შეხედეთ, რას მიაღწია.
მილანში ბედნიერი ვარ. კარგად ვმუშაობ, გუნდმა კი პროგრესი უნდა გააგრძელოს. შევხედოთ სეზონის ბოლოს და ყველაფერზე მერე დავილაპარაკებთ." - აღნიშნა პიოლიმ.
მიუხედავად მწვრთნელის ამ პოზიციისა, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანი სეზონის ბოლოს პიოლის გაუშვებს.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ