Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს ბოლო 1/4 ფინალში პირველი 90 წუთში დასრულებული თამაში ვიხილეთ.
ნიდერლანდებმა მძიმე ბრძოლაში თურქეთს 2:1 მოუგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ანგარიში 35-ე წუთზე არდა გიულერის პასით აკაიდინმა გახსნა და პირველი ტაიმი თურქეთს მოაგებინა.
70-ე წუთზე დე ვრეიმ დეპაის ჩაწოდების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, 76-ზე კი მულდურმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ნიდერლანდებისთვის ეს უპირატესობა გადამწყვეტი აღმოჩნდა.
დარჩენილ დროში თურქეთი მეტოქის კარს მიაწყდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა და ნიდერლანდები ევრო 2024-ს 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ინგლისს დაუპირისპირდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები