-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს ჰკითხეს, ვინ დაიკავებს კარში ადგილს სევილიასთან მატჩში.
„მეკარის შეცვლის მიზეზი არ მაქვს, ინიაკი პენია დაიწყებს მატჩს სასტარტოში.
შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ჩვენი გეგმაა, ინიაკიმ ბაიერნთან მატჩშიც დაიკავოს კარში ადგილი.
შესნით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე მეკარის შეცვლის საჭიროება არ არის." - ციტირებს ფლიკის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
მატჩი ბარსელონა - სევილია ხვალ, 20 ოქტომბერს, 23:00 საათზე დაიწყება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები