Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პოლ პოგბამ დოპინგზე ჩავარდნის გამო საკუთარ სასჯელზე განცხადება გააკეთა.
"დღეს შემატყობინეს, ანდიტოპინგის ეროვნული ტრიბუნალის გადაწყვეტილება და მჯერა, რომ ვერტიქტი არასწორია.
შოკირებული და გულგატეხილი ვარ, რომ ყველაფერი რაც ჩემს პროფესიონალური კარიერაში ავაშენე, წამართვეს.
როცა იურიდიული შეზღუდვებისგან გავთავისუფლდები, მთლიანი ამბავი გამოაშკარავდება, მაგრამ წინასწარი განზრახვით არანაირი პრეპარატი, რომელიც ანტი-დოპინგის რეგულაციებს არღვევდა, არ მიმიღია.
როგორც პროფესიონალი ათლეტი, არასდროს გავაკეთებდი ისეთ რამეს, რაც ჩემს პერფორმანსს აკრძალული მეთოდით გააუმჯობესებდა. არასდროს გამოვიჩენდი უპატივცემლობას და მოვიტყუებოდი ნებისმიერი გუნდის ათლეტებისა და გულშემატკივრებს მიმართ, სადაც და ვის წინააღმდეგაც მითამაშია.
დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გავასაჩივრებ." - დაწერა ფრანგმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დოპინგის ტესტზე ჩავარდნის გამო ფრანგი ფეხბურთელი 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ