Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის ფინანსურმა გვარდიამ მილანის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა.
როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, სამართალდამცავებმა ოფისიდან ექსპერტიზისთვის საბუთები და კომპიუტერული მოწყობილობა ამოიღეს.
კლუბის ყოფილი და ახლანდელი გენერალური დირექტორები, ივან გაზიდისი და ჯორჯიო ფურლანი იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან ინფორმაციის შესაძლო დამალვის ბრალდებით, ეჭვმიტანილთა სიაში არიან.
გამოძიება მიმდინარეობს სასამართლო სარჩელის გამო, რომელიც როსონერის ყოფილმა მინორიტალურმა მფლობელებმა შეიტანეს. პროკურატურა მიიჩნევს, რომ კომპანია Elliot Management დღემდე ფლობს და აკონტროლებს მილანს, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს, ფორმალურად კლუბი კომპანია RedBird Capital Partners-ს მიჰყიდა.
La Gazzetta dello Sport წერს რომ უეფა სიტუაციას აკვირდება და თუ ეჭვი გამართლდება, გუნდის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები გამოიყენონ.
Elliot Management-ს ამჟამად ეკუთვნის ლილიც, ამიტომ ევროტურნირებიდან შესაძლოა ორივე კლუბი მოკვეთონ, რადგან დარღვეული იქნება წესი, რომლის მიხედვითაც, ერთ მფლობელობაში მყოფი ორი კლუბი ერთიდაიგივე ევროტურნირზე ვერ ითამაშებს.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ