Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პოლონეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ნაპოლის ნახევარმცველი, პიოტრ ჟელინსკი დაასახელეს.
ფეხბურთელმა ამ პრიზისთვის ბრძოლაში რობერტ ლევანდოვსკის აჯობა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო წინა ოთხი წლის შემთხვევაში მოიგო.
2023-ში 29 წლის ჟელინსკიმ ნაპოლის ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა - სერია ა-ს 37 მატჩში მან 3 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
დაჯილდოვების ცერემონიას ჟელინსკის ნაცვლად მისი მამა, ბოგუსლავი დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ ჟელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა, ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კარიერას ინტერში გააგრძელებს.
კომენტარები
2 დღის წინ
13 საათის წინ
2 დღის წინ