ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრიის ჩემპიონატის 29-ე ტურში პირველადგილოსანი შტურმი მეორეადგილოსან ზალცბურგს დაუპირისპირდა.
შეხვედრა 2-2 დასრულდა. გრაცელები 34-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა 72-ე და 82-ე წუთებზე რედ ბულის გუნდმა გოლების გატანა მოახერხა და ქულა მოიპოვა.
შტურმის შემადგენლობაში სასტარტო შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველი 70-ე წუთზე შეცვალეს.
ამ მატჩის შემდეგ საჩემპიონო ჯგუფში შტურმს 39 ქულა აქვს და ზალცბურგს 3 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, ოთარ კიტეიშვილს კი ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს.
მომდევნო შეხვედრაში გრაცელები კიდევ ერთი ტიტულისთვის იბრძოლებენ. ისინი ავსტრიის თასის ფინალში რაპიდს დაუპირისპირდებიან. მატჩი პირველ მაისს გაიმართება.
კომენტარები
1 დღის წინ
1 დღის წინ
7 საათის წინ
1 დღის წინ