Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარი სენ-ჟერმენი ბარსელონას ორი ფეხბურთელით ინტერესდება.
Catalunya Radio-ს ინფორმაციით, ფრანგულ კლუბს ჟულ კუნდეს და 17 წლის ექტორ ფორტის შეძენა სურს. მხარეებს შორის პირველი კონტაქტები ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ შედგა.
ბარსელონა ფორტის გაყიდვის ვარიანტს გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკეს ის ძალიან მოსწონს. რაც შეეხება კუნდეს - მასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესაძლებელია.
მიმდინარაე სეზონში ფორტმა ლა ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, კუნდემ კი - 27-ში.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა და პსჟ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი პარიზში 10 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი ბარსელონაში - 16 აპრილს.
კომენტარები
21 საათის წინ
4 საათის წინ
4 საათის წინ
17 საათის წინ