Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პსჟ-ს ლამინ იამალის შეძენა სურს.
როგორც ესპანური გამოცემა Marca იუწყება, პარიზში 16 წლის ესპანელს კილიან მბაპეს შემცვლელად მოიაზრებენ.
ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში ბარსელონას დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პსჟ იამალის სანაცვლოდ მზადაა 200 მილიონი ევრო გადაიხადოს. ბლაუგრანას წარმომადგენლებმა აქამდეც იცოდნენ, რომ ფეხბურთელს პარიზიდან აკვირდებიან, მაგრამ მათი თქმით, ლამინი არ იყიდება.
ბარსელონა ლამინ იამალს მესის დროიდან საუკეთესო აღზრდილად მიიჩნევს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
მიმდინარე სეზონში იამალმა ლა ლიგის 27 მატჩში 4 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.
კომენტარები
15 საათის წინ
19 საათის წინ
1 საათის წინ
1 საათის წინ