Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარი სენ-ჟერმენი, შესაძლოა, 2021 წლის ოქროს ბურთის ლეო მესისთვის გადაცემას ლობირებდა.
ფრანგულმა გამოცემებმა Mediapart და le Monde-მ გამოაქვეყნეს მასალები გამოძიების შესახებ, რომელიც პსჟ-ს და მისი პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ 2022 წელს ფრანგულმა პროკურატურამ წამოიწყო.
გამოძიების შედეგად ბრალი საქმის ექვს ფიგურანტს წარუდგინეს, რომელთაგან ერთ-ერთი - ჟან-მარსიალ რიბია, პსჟ-ს საზოგადოებასთან კავშირების ყოფილი დირექტორი.
აღნიშნულ დირექტორს ადრე ბრალი იმაშიც ედებოდა, რომ მან ნეიმარის ბარსელონადან პსჟ-ში გადმოსვლის დროს, გადასახადების გადახდის არიდების მაქინაციაში მიიღო მონაწილეობა.
Mediapart და Le Monde-ს გამოძიების თანახმად, პსჟ, თითქოსდა, 2021 წლის ოქროს ბურთის ლეო მესისთვის გადაცემას ლობირებდა. ცნობისთვის, იმდროისთვის არგენტინელი უკვე პარიზის ფეხბურთელი იყო, ოქროს ბურთი კი 29 ნოემბერს მართლაც გადასცეს.
პსჟ ამ ყველაფერს ჟურნალ France Football-ის (სწორედ ეს ჟურნალი გადასცემს ოქროს ბურთს ყოველწლიურად - ავტ) იმდროინდელი მთავარი რედაქტორის, პასკალ ფერეს დახმარებით აკეთებდა. ამჟამად, ფერე პსჟ-ში პრეს-ატაშეს თანამდებობას იკავებს.
პსჟ-სა და France Football-ის მფლობელ L’Equipe-ს ჯგუფთან დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, ჟან-მარსიალ რიბი სიტუაციის დალაგებას და კარგი დამოკიდებულების შენარჩუნებას ცდილობდა. ზემოთხსნებული გამოცემები ამტკიცებენ, რომ პსჟ-ს საზოგადოებასთან კავშირების ექს-დირექტორი ფერეს უმტკიცებდა, რომ მესი - ოქროს ბურთის მოგების ყველაზე რეალური კანდიდატია - „იმიტომ რომ მან კოპა ამერიკა მოიგო“. ამ საუბრის შემდეგ, ფერე პსჟ-ს მატჩებს ვიპ-ლოჟადან ხშირად ესწრებოდა.
რამდენიმე წლის მანძილზე, ფერე პარიზელებისგან საჩუქრებს ხშირად იღებდა: ჟურნალისტს და მის მეგობრებს პარკ დე პრენსზე ეპატიჟებოდნენ, სრულიად უფინანსებდნენ კატარის რეისებს ბიზნეს-კლასით. ამ ყველაფრის შემდეგ, მან მუნდიალის დაწყების წინ, კატარზე რამდენიმე დადებითი სტატია დაწერა.
საბოლოოდ, 2021 წლის ოქროს ბურთის გამოკითხვაში ფერემ თავისი ხმა რობერტ ლევანდოვსკის მისცა, ლეო მესი კი, რომელიც ახლა ინტერ მაიამიში თამაშობს, მეორე ადგილზე გაიყვანა.
კომენტარები
4 დღის წინ
3 საათის წინ