ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში ლიონმა მონაკო 3-2 დაამარცხა. ამ მატჩმა ქვეყნის ჩემპიონის ბედი გადაწყვიტა.
მეორეადგილოსანი მონაკოს მარცხი ნიშნავს იმას, რომ გუნდი ლიდერ პსჟ-ს ფიზიკურად ვეღარ აჯობებს.
შესაბამისად ლიგა 1-ის 2023-24 წლების სეზონის ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენი გახდა.
პარიზელებმა საფრანგეთის ჩემპიონატი ისტორიაში მეთორმეტედ მოიგეს, ბოლო 12 სეზონში კი მეათედ.
გუნდმა ამ სეზონში 31 მატჩიდან 20 მოიგო, 10 ფრედ ითამაშა და 1 წააგო, ეს შედეგი კი ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე საკმარისი აღმოჩნდა ჩემპიონობისთვის.
პარიზელთა ტრიუმფში უდიდესი წვლილი, რა თქმა უნდა, კილიან მბაპეს მიუძღვის, რომელიც ამ სეზონის ბომბარდირია. ფრანგის ანგარიშზე 26 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა და ბომბარდირთა დავას დიდი უპირატესობით ლიდერობს.
კომენტარები
2 დღის წინ
5 საათის წინ
2 დღის წინ
1 დღის წინ