-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტური საინტერესო მატჩებით დაიხურება. დღის მთავარი დაპირისპირება პარი სენ-ჟერმენისა და მანჩესტერ სიტის შეხვედრა იქნება.
ეს დუელი გარდა გუნდების სტატუსისა, იმითაც იქნება გამორჩეული, რომ ორივე მათგანს სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით არ ულხინს და ჯერ კიდევ იბრძვიან პლეიოფის საგზურის მოსაპოვებლად.
სიტი 8 ქულით 24-ე ადგილს იკავებს და პლეიოფის ზონის ბოლო გუნდია, პსჟ კი 7 ქულით ამ ზონის მიღმაა. დღეს გამარჯვების შემთხვევაში ნებისმიერი გუნდისთვის ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.
პარიზელები მანჩესტერს ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დაუპირისპირდებიან. ქართველი მოთამაშე ლიგის ფაზის დარჩენილ 2 მატჩში ახალ გუნდს ვერ დაეხმარება. პლეიოფში გასვლის შემთხვევაში კი პსჟ ხვიჩას დარეგისტრირებას შეძლებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
პსჟ - დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, ჟოაო ნევეში; დემბელე, გონსალო რამოში, ბარკოლა.
სიტი - ედერსონი; ლუისი, აკანჯი, რუბენ დიაში, გვარდიოლი; კოვაჩიჩი; ფოდენი, დე ბრუინი, ბერნარდუ, სავინიო; ჰალანდი
მნიშვნელოვანი მატჩი ექნება მადრიდის რეალსაც, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე ზალცბურგს მიიღებს. კარლო ანჩელოტის გუნდი ცხრილში 22-ე ადგილზეა და მშვიდად ყოფნისთვის დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება სჭირდება.
თავის მხრივ ზალცბურგის ანგარიშზე 3 ქულაა და პლეიოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს.
სათამაშო დღის სრული განრიგი ასეთია:
21:45
ლაიფციგი - სპორტინგი
შახტარი - ბრესტი
23:59
მილანი - ჟირონა
არსენალი - დინამო ზაგრები
სელტიკი - იანგ ბოიზი
ფეიენოორდი - ბაიერნი
პსჟ - სიტი
რეალი - ზალცბურგი
სპარტა პრაღა - ინტერი
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები