Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 21-ე ტურში მადრიდის რეალმა ალმერია საკუთარ კედლებში უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა.
შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და რეალის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
პირველივე წუთზე სტუმრები, რომლებიც ლა ლიგაში ამ დრომდე მოუგებლები რჩებიან, რამაზანის გოლით დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს, შეტევაში გაქცეული რეალი ალმერიამ კონტრშეტევაზე კიდევ ერთხელ დაიჭირა და გონსალესმა ანდალუსიურ გუნდს ტაიმი 2 ბურთით მოაგებინა.
მეორე ტაიმი კარლო ანჩელოტიმ სამმაგი ცვლილებით დაიწყო - როდრიგომ, ნაჩომ და მენდიმ მოედანზე ადგილი ხოსელუს, ბრაჰიმ დიასს და ფრან გარსიას დაუთმეს.
57-ე წუთზე საჯარიმოში ხელით თამაშისთვის ალმერიას კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯუდ ბელინგემმა გოლად აქცია და რეალი თამაშში დააბრუნა.
ზუსტად ოთხ წუთში, ალმერიამ მესამე რეალის აღზრდილი სერხიო არიბასის წყალობით გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერიმ გოლი გააუქმა, რადგან შეტევის ფაზაში, სტუმართა ნახევარმცველი ცენტრში ჯუდ ბელინგემზე დაჯარიმდა.
67-ე წუთზე ვინისიუსმა ანგარიში გაათანაბრა და გოლი ძალიან კონტროვერსიული გამოვიდა - თავიდან მსაჯმა ის გააუქმა, შემდეგ VAR-ზე გადაამოწმა და ხელით თამაში ვერ აღმოაჩინა, რის გამოც ტაბლოზე ორიანები საბოლოოდ აინთო.
ისე გამოვიდა, რომ ვიდეორეფერის ყველა გადაწყვეტილება ამ მატჩში რეალის სასარგებლოდ გადაწყდა, რამაც სტუმართა მთავარი მწვრთნელი, გაისკა გარიტანო განრისხებაში მოიყვანა და მან მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე წითელი ბარათიც მიიღო.
არბიტრმა მატჩში 11 წუთი დაამატა და 90+9-ზე ჯუდ ბელინგემის პასით დანი კარვახალმა გამარჯვების გოლი გაიტანა და რეალს უმძიმესი სამი ქულა მოუტანა.
ანჩელოტის გუნდმა 51 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა, მეორე ჟირონაა 49 ქულით.
კომენტარები
17 საათის წინ
1 დღის წინ
8 საათის წინ
8 საათის წინ